„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შს სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. რ2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო მეთვალყურეობის კამერები, რომელთა მეშვეობითაც მთელი პერიმეტრის 24 საათიანი მონიტორინგი მოხდება, ამასთანავე ამ ტერიტორიაზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები“- განაცხადეს შსს-ში
მასალის გამოყენების პირობები






