მინისტრები კახეთში სასტუმრო „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ
პოლიტიკა - 10:28, 24 Oct, 2015     2315
კახეთში, „შატო შუხმანის“ გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა დაესწრნენ.

ღონისძიებას ასევე კახეთის რეგიონის სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორი, ალავერდელი მიტრიპოლიტი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა. მისი დამფუძნებელი და ინვესტორია გერმანელი მეცენატი ბურხარდ შუხმანი, რომლის თაოსნობით აშენდა თანამედროვე ტექნოლოგიური საწარმო, ღვინის მარანი და განახლდა სასტუმრო „შატო შუხმანი,“ რომლის პრეზენტაციაც 23 ოქტომბერს გაიმართა. კომპანია ყოველწლიურად 2 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ ამჟამად 260 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა კი 6,5 მილიონ ევროს შეადგენს.

„პირველ რიგში მინდა ბატონ შუხმანს მივულოცო დღევანდელი დღე. ეს არის გერმანელი ინვესტორი, რომელიც კარგა ხანია საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს. მისი ინვესტიციები დაიწყო მცირედით და დღეს კომპანიის შატო უკვე მოზრდილი სასტუმროა. გაყიდვებიდან, რომელიც „შუხმან ვაინს“ აქვს, შარშანდელი წელი იყო მილიონ ოთხასი ათასი ბოთლი და მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ წელს, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში საკმაოდ დიდი პრობლემებია, ამ საწარმოს კარგი გაყიდვები ექნება. მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი და მეღვინეობა არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული მიმართულებები და შესაბამისად, ყველა წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ჩვენ ძალიან გვახარებს და ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ამ მიმართულებით კომპანიას გამოყენებული აქვს როგორც პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ ასევე სხვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფომ დანერგა და შესაბამისად, დღეს უკვე შედეგს ვნახულობთ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯიამ” მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მათი დახმარებით მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა არსებული ბიზნესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42