რესპუბლიკური პარტია დიალოგისთვის მზადაა - ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:26, 24 Oct, 2015     1648
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ხათუნა სამნიძე იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას და დიალოგის დაწყების წინაპირობად პარტიის სახელით თავადაც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობაზე და ნებისმიერი სახის ძალადობაზე უარის თქმას ასახელებს

"დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვისა უცილებელი პირობაა. პოლიტიკური პროცესი, კონსენსუსის აუცილებლობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მუდმივი დიალოგის რეჟიმში ამყოფებს ამომრჩევლის მიერ ნდობაგამოცხადებულ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოების წარმომადგენლებს.

ეს განსაკუთრებით კარგად გვესმის რესპუბლიკელებს - ხუთი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციის ერთ-ერთ წამყვან პარტიას, რომელსაც გათავისებული აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობის, პრინციპების ერთგულების, კომპრომისისთვის მზადყოფნისა და საზოგადოების, მათ შორის უშუალოდ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების აუცილებელი დაცვის მნიშვნელობა.

ისე როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, როდესაც ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებდით, ასევე დღესაც, როგორც ხელისუფლების ნაწილი, ჩვენ მზად ვართ ღიად ვისაუბროთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე, მაგიდასთან დავსხდეთ საკამათოდ, საერთო ინტერესის საძიებლად და საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

ასეთ დიალოგს მომზადება სჭირდება, შესაბამისი სოლიდური ფორმატის შეთანხმება. ასეთ დიალოგს ისეთი მონაწილეები სჭირდება, რომლებიც თავიდანვე მზად არიან “უპირობოდ უარი თქვან ყველანაირი ძალადობისა და დაპირისპირების მოწოდებაზე, ძალადობის გამართლებაზე”, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა. ბუნებრივია, ის ამ განცხადებით გამოხატავს რესპუბლიკური პარტიის მკაფიო პოზიციას: “ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი”.

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან, პოლიტიკურ ძალასთან, უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირებთან, სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შესაბმისად, რესპუბლიკური პარტიის თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის. ამ დღეებში მსგავსი სულისკვეთების კომენტარები გავრცელდა პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობის მხრიდანაც.

რესპუბლიკური პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ქართული პოლიტიკის რეალურ პასუხისმგებლიან სუბიექტებთან, რომლებიც ითავისებენ ასეთ პირობებს და მოქმედებენ არა საკუთარი სახელდახელო დღის წესრიგისა და ინტერესების შესაბამისად, არამედ რეალურად არიან დაინტერესებული ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციით, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის უზრუნველყოფით. "- ნათქვამია ხათუნა სამნიძის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42