საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
პოლიტიკა - 20:20, 23 Oct, 2015     1158
საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე დიპლომატებმა ქვეყანაში არსებული დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგის ხელშეწყობაში დიპლომატიური მისიების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მალე გამოსწორდება და გარკვეული პროგრესი იქნება მიღწეული.

„მედია ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. მედიაპლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ არსებობს თავისუფალი სივრცე აზრის გამოხატვისათვის, კონკურენციისა და განსხვავებული ხედვებისათვის.

მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნის პერიოდში ჩემი დაკვირვებით მედია თავისუფალი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს საქართველოში არჩევნების წელი მოდის“, - განაცხადა პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ კომენტარი სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმაც გააკეთა.

„მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და წვლილი შევიტანოთ იმ პროცესებში, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა მოაქვს. მივესალმებით, საზოგადოების გაერთიანებისათვის პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სიტუაციის დასარეგულირებლად მიღებულ მნიშვნელოვან ზომებს.

როდესაც საქართველო დგას ევროპის და ნატოს გზაზე, მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ და აცნობიერებდნენ კანონის უზენაესობას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს და არსებულ სიტუაციას რაციონალურად შეხედოს“, - განაცხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესებში მედია გადამწყვეტ როლს ასრულებს, თავისუფალი მედია არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი. მედიის პატივისცემა კი, ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელია.

„ეს რა თქმა უნდა არ ეხება ცალკეულ შემთხვევებს, რადგან ნებისმიერი სასამართლო პროცესი არის რთული და რის შესახებაც კომენტარების გაკეთება დიპლომატების კომპეტენციაში ნაკლებად შედის.

„ქართველ პოლიტიკოსებს ამ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები გააჩნიათ, თუმცა ჩვენ ყველა უნდა დავეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება“, - აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42