"რუსთავი 2 "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიიდან თავისუფალი საზოგადოების ტელევიზიად იქცა"- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:13, 23 Oct, 2015     2316
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა რუსთავი ორის მხარდასაჭერად და თავისუფალი სიტყვის დასაცავად, თავისუფლების მოედანზე მივიდა, სადაც ტელეკომპანია ერთგულ მაყურებელს და მხარდამჭერებს გრანდიოზულ კონცერტს სთავაზობს.

"საქართველოში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ძალიან ბევრი კონცერტი გაიმართა რეგიონებში, ის რომ რუსთავი 2 უყვარს ხალხს ეს იქაც გამოჩნდა. თუმცა დღევანდელი აქცია-კონცერტი თავის შინაარსით განსხვავებულია, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს აგრესია და ზეწოლა რუსთავი 2- ის წინააღმდეგ" - აღნიშნა ქარდავამ.

ედპ - ს ლიდერი მედიაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ "ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის" პრობლემა მწვავედ დგას.

"რუსთავი 2, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ, დახურული გადაცემა პირველ არხზე, გვესმის რომ პრობლემებია მაესტროში - ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა სურს 2016 წლის არჩევნებისთვის. მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი მედია იარსებებს, ხელისუფლება არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან "ქართული ოცნების" მუშაობით საზოგადოება კმაყოფილი არ არის" - განმარტა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე შეკრებილები თავისუფალ სიტყვას იცავენ.
"დღევანდელ საქართველოში, რუსთავი 2- ს და თავისუფალ სიტყვას, ხელისუფლება ვერ დაასამარებს. ამის გარანტიაა ეს ადამიანები, რომლებსაც თავისუფლების მოედანზე ახლა ვხედავთ. ისინი აქ მოვიდნენ არამხოლოდ კონცერტზე, არამედ აქ იმყოფებიან თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ამასთან ჩვენ ვხედავთ რა ხდება ქვეყნის გარეთ, დასავლური მედია, უცხოელი ლიდერრები მოუწოდებენ ხელისუფლებას რომ არ მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება. რაც დღეს ხდება მხოლოდ რუსთავი ორის პრობლემა არ არის. საფრთხე ექმნება ქართული სახელმწიფოს მომავალს" - განმარტა ქარდავამ.
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ "რუსთავი 2 თავისუფალი საზოგადოების ტელევიზიად იქცა".
" რუსთავი 2 "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზიიდან ხდება თავისუფალი საზოგადოების უმთავრესი წყარო. ის თავისუფლდება გარკვეული იმიჯისგან. ხალხს თავისუფალი ტელევიზია სურს. პოლიტიკოსები ვალდებულები ვართ დავიხიოთ უკან. რუსთავი ორმა, თავისუფალმა მედიამ კი თავისი საქმე იცის. როცა ტელევიზია თავისუფალ საზოგადოებას ეკუთვნის და არა პოლიტიკურ პარტიას ის ყოველთვის გამარჯვებული გამოვა" - უთხრა ბაჩუკი ქარდავამ "რუსთავი 2"- ს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42