"გვარამიასა და ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა"- პროკურატურა გვარამიას დაკითხავს
პოლიტიკა - 18:20, 23 Oct, 2015     2597
მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია, რუსთავი 2 - ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა.
ბადაშვილის უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ორივე მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არცერთი მხარის მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
"2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. გზავნილი შეიცავდა მოთხოვნას, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ამ უკანასკნელს არ შეეშალა ხელი, წინაღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებდნენ მისი პირადი ცხოვრების ამასახველ ვიდეო ჩანაწერებს, სხვადასხვა სატელეფონო საუბრებს, მათ შორის ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან გამართულს სატელეფონო საუბრებს.
ნიკა გვარამიას ჩვენების საფუძველზე მოწმის სახით დაიკითხა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი - 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ამ უკანასკნელმა დაადასტურა ნიკა გვარამიასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, ამ ურთიერთობის ფარგლებში მათი სხვადასხვა ვითარებაში ხშირი შეხვედრები და მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში 2015 წლის 21 ოქტომბერს შემდგარი შეხვედრის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის სახელისუფლებო გზავნილების გადაცემის, მათ შორის სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების ანდა სატელეფონო საუბრების მასალების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით ხელისფულების მოთხოვნის გადაცემის ფაქტი. ა.ახვლედიანის განცხადებით, მათ შეხვედრაზე მსგავს თემებზე საუბარი არ ყოფილა და ყველა მათი შეხვედრის საუბარი ყოველთვის ატარებდა წმინდა მეგობრულ ხასიათს. ნ გვარამიას განცხადება, რომ მან შეხვედრისას ამ უკანასკნელს გადასცა ხელისუფლების ზემოხსენებული მოთხოვნა არის სიცრუე.
ორივე მოწმემ დაკითხვისას აჩვენა, რომ მათ შეხვედრებს სხვა მესამე პირი არ ესწრებოდა, ასევე არცერთი მხარის მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ასევე, გამოძიების მიერ სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის სამეთვალყურეო კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც დაფიქსირებულია ალექსი ახვლედიანის ტელეკომპანიის შენობაში შესვლის და გასვლის კადრები. დათვალიერდა ნიკა გვარამიას მისაღები და სათათბირო ოთახი, სადაც 2015 წლის 21 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ ნიკა გვარამია და ალექსი ახვლედიანი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტელევიზიის სათვალთვალო კამერების მიერ არ მომხდარა მათი საუბრის აუდიო-ვიდეო გადაღება, ვინაიდან შეხვედრის ოთახში არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.
ვინაიდან ნიკა გვარამიას და ალექსი ახვლედიანის ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობა, გამოძიება უახლოეს დღეებში მოწმის სახით დამატებით დაკითხავს ნ.გვარამიას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42