"არ უნდა დავუშვათ სასამართლოზე პოლიტიკური ჩარევა" - თედო ჯაფარიძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე
პოლიტიკა - 18:17, 23 Oct, 2015     1066

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუსთავი 2-ის შეუფერხებელ მუშაობას ითხოვს.

ამის შესახებ ნათქვამია თედო ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უმრავლესობის წევრი მზად არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

„საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. მივესალმები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შეუფერხებლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მაუწყებლობის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობა და ეფექტური მონიტორინგი. ამასთანავე, არ უნდა დავუშვათ დამოუკიდებელ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლა ან პოლიტიკური ჩარევა.

მისასალმებელია საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესება საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი, თუმცა, დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან ზოგიერთ შემთხვევაში წამოსული არაობიექტური კრიტიკა, რომელიც შესაძლოა განპირობებულია ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციით ან პარტიული სიმპათიებით, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს სკეპტიკურად განაწყობს დასავლური ღირებულებებისადმი. მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეები ცდილობენ წმინდა სასამართლო პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ისინი, დაპირისპირებისკენ ღია მოწოდებებით ცდილობენ მსხვერპლად შესწირონ დემოკრატიული რეფორმებისადმი ერთგულება, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუხმობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ, თვალყური ადევნონ ტელეკომპანიის მფლობელებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს, რადგანაც დღეს სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია პოლიტიკური ჩარევებისგან და სასამართლო პროცესები სრულიად გამჭვირვალედ წარიმართება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42