გამოსათხოვარი წერილი, რომელიც ბრიუსელში სასტიკად მოკლულ ქართველ ქალს შვილმა დაუწერა
სოც.მედია - 17:14, 23 Oct, 2015     25399
ბრიუსელში მეუღლისგან სასტიკად მოკლული ხათუნა ტუღუშის შვილმა დედას გამოსათხოვარი წერილი მიუძღვნა.

“დედა, ჩემი ყველაზე უსაყვარლესი დედიკო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენ აზრზე არ იყავი და ხარ როგორ მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. შენ ჩემი ყველაფერი ხარ. მთელი გული ამომაგლიჯე და თან წაიღე. შენ ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყავი, ხარ და მუდამ იქნები. მინდოდა, რომ გცოდნოდა, რომ შენს გამო გულს, სულს, ყველაფერს მივცემდი და რომ ვიცოდე რომ შენი დაბრუნება შემეძლოს, შეუძლებელს შევძლებდი. მიყვარხარ დე, სიგიჟემდე მიყვარხარ ყველაზე, ყველაზე ძალიან… რაც დამტოვე, ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს. ყველაფერი თან წაიღე, მარტო ტანი დარჩა აქ ჩემი და ეგეც მინდა, რომ შენთან იყოს. ჩემი ულამაზესი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენით ვსუნთქავდი, შენ კიდე უშენოდ დამტოვე… ჩემი ყველაზე ლამაზი, კეთილი და სამართლიანი იყავი. მინდა, რომ შენ გგავდე, მარა სამწუხაროდ, შენნაირი კარგი და იდეალური ვერასდროს ვერ ვიქნები. თუ გესმის ჩემი, მინდა რომ იცოდე, რომ შენთვის სიცოცხლეს მივცემდი და ყოველთვის მინდოდა შენზე ადრე წავსულიყავი ამ ცხოვრებიდან, რომ შენ მენახე ყოველთვის ცოცხალი… გეხვეწები, ერთხელ მაინც მოდი ჩემთან. ისე მენატრები, სიტყვები აღარ მაქვს, გული აღარ მაქვს, არც სული, აღარაფერი აღარ მაქვს უშენოდ. შენ იყავი ჩემთვის ეს ყველაფერი. მინდა, რომ იცოდე, რომ შენზე მეტად ამ ქვეყნად არავინ მყვარებია არასდროს და მინდა, რომ შენს ადგილზე მე ვიყო. შენ კიდევ, ჩემს ადგილზე… ისევ ისეთი ლამაზი, ცოცხალი მიყვარხარ სიცოცხლზე მეტად, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და შენი წასვლით მთელი გული გაიყინა გაქრობამდე…” – წერს 17 წლის ეკა გამბარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42