პრემიერის განცხადება ეჭქვეშ აყენებს წამების კადრებსა და გვარამიას საქმის მიუკერძოებლად გამოძიებას - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 16:11, 23 Oct, 2015     2846
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა მხარემ იგრძნოს პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისა თუ მოქმედებებისაგან, რომელმაც შესაძლოა ვითარების კიდევ უფრო მეტი დაძაბვა, ძალადობა და აგრესია გამოიწვიოს.

„მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ საკუთარ როლს ამ პროცესებში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის 22 ოქტომბრის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს წამების კადრების გავრცელებისა და ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვის საკითხს. კერძოდ, პრემიერის თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება ერთი შეხედვით გავდა პროვოკაციას, ხოლო წამების კადრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გავრცელებულია. იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი პროკურატურის სათანადო დამოუკიდებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდისაგან, მსგავსი ტიპის განცხადებები ნდობას უკარგავენ მიმდინარე გამოძიებას.

ასევე, არ არის მართებული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირისაგან რაიმე ფორმით სასამართლოსათვის მოწოდება მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა 22 ოქტომბრის განცხადებით „რუსთავი 2“–ის საქმის განმხილველ მოსამართლეს მოუწოდა არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ლადო სადღობელაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული ძალადობისაკენ მოწოდების ფაქტზე, რაც მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.

აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაუშვებელია ყოველგვარი მოწოდება ძალადობისაკენ და მივმართავ ყველა პირს, თავი შეიკავოს ასეთი მოწოდებებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42