როგორც ფრაქცია "რესპუბლიკელების" წარმომადგენლი ამბობს, მოლაპარაკებები დემოკრატიის ნაწილია.
„დღეს მედიის ძირითადი შეკითხვა, რომელსაც მისვამდნენ როგორც პარლამენტის წევრს, ეხებოდა რამდენად მისაღები პრეზიდენტის მოწოდება, რომ დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
საქართველოს რესპუნლიკური პარტია მიიჩნევს, რომ დიალოგის წარმართვა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, როგორც პარლამენტის თვამდჯომარემ განაცხადა ის და რესპუბლიკური პარტიაც დიალოგში ჩაერთვებიან მხოლოდ შემდეგი პირობებით:
"ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:
ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;
ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის“, - წერს კორძაია „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






