ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი 12 პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს
პოლიტიკა - 14:06, 23 Oct, 2015     1619
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ მდივანს მიმართვას უგზავნის. როგორც ოპოზიციური პარტიების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში არ დაეთმო შესაბამისი ყურადღება. ოპოზიციური პარტიები გიორგი ბარათაშვილს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში დაეთმოს საეთერო დრო შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას აღნიშნული ინიციატივის ავტორების, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის, ასევე დაინტერესებული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით.

,,უკვე ერთ თვეზე მეტია ფორმალურად მიმდინარეობს პარლამენტის 81 დეპუტატის მიერ ინიცირებული "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, თუმცა ჩვენი შეფასებით, აღნიშნული საკითხს საზოგადოებრივი და ეროვნული მაუწყებლების ტელეეთერში არ დაეთმო შესაბამისი ყურადღება.

ამასთან, ამ საკონსიტუტციო ცვლილების განხილვის მიზნით შექმნილმა კომისიამ გაუგებარი მიზეზით გააუქმა შეხვედრა პოლიტიიურ პარტიებთან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები, ვითვალისწინებთ რა ქართული საზოგადოების მოთხოვნასა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, მოგმართავთ თხოვნით - უახლოეს პერიოდში თქვენს ეთერში დაუთმოთ დრო შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას აღნიშნული ინიციატივის ავტორების, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის, ასევე დაინტერესებული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი 12 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს:

1. ახალი მემარჯვენეები

2. გაერთიანებული დემოკრატები

3. ევროპელი დემოკრატები

4. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

5. თავისუფლება

6. თავისუფალი საქართველო

7. ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

8. ტრადიციონალისტთა კავშირი

9. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის

10. ლეიბორისტული პარტია

11. რეფორმატორები

12. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42