საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს ყველას, მაქსიმალურად შეიკაონ თავი ემოციების ქუჩაში გადატანისგან.
კვირიკაშვილის თქმით, ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს.
"მინდა მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, რადგან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყვეს. ასევე მინდა ვთხოვო სამართალდამცველებს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, რომ მათ ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მინისტრმა კომენტარები წამების კადრებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი კადრების ტირაჟირება მიუღებელია.
„ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება ცხოვრება დავუმახინჯოთ იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ. კატეგორიულად ვემიჯნები, ამ კადრების საჯაროდ ჩვენებას, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






