ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფესტივალის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ აღნიშნული თანხის გადარიცხვა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს ახვლედიანის გამოყენებას „რუსთავი 2“-ზე ზეწოლისთვის.
„საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის საჭირო ხარჯები მისი დასრულებიდან სამი თვის შემდეგ გაზარდოს კიდევ 9 მილიონი ლარით. ეს არის პირდაპირ თბილისის ბიუჯეტიდან მოპარული თანხა. ნათელია, რომ ამ თანხების გამოყენებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ძალიან მძიმე გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ნაცვლად იმისა, რომ ეს 9 მილიონი ლარი იხარჯებოდეს მოსახლეობის საჭიროებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. ამ თანხის ბიუჯეტიდან მოპარვა ხდება იმისათვის, რომ ეს თანხა გამოყენებული იყოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






