"ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ ცდილობს მედიის თავისუფლების შეზღუდვას"- კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“
პოლიტიკა - 12:46, 23 Oct, 2015     863
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ბოლო დროს მედიასთან მიმართებაში განვითარებულ პროცესებს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაწყებული დავა ცდება კერძო-სამართლებრივ ჩარჩოებს. სექტემბერში ჟურნალისტ ეკა მიშველაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკანონო თვალთვალის შესახებ არ მოჰყოლია ეფექტური რეაგირება. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ლანჩხუთში 21 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა „რუსთავი 2“-ის ადგილობრივ კორესპონდენტს.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლება ვეღარ შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრმა კარგად გაიაზროს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმე. ხელისუფლება ვალდებულია დაადასტუროს, რომ ადგილი არ აქვს ჟურნალისტების და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ თვალთვალსა და შანტაჟს ან სასწრაფოდ გამოავლინოს და პასუხისგებაში მისცეს ამ მძიმე დანაშაულების ჩამდენი პირები.

ვშიშობთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა წაახალისოს პოლიტიკური აქტივისტები და საჯარო მოხელეები და გახშირდეს ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რომ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ მედიის თავისუფლება, არ წაახალისონ ძალადობა და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში აღკვეთონ თავდასხმები ჟურნალისტებზე.

მედიის შანტაჟი და თავდასხმა ჟურნალისტებზე დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო მედიის თავისუფლების, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც. როგორც მედიის შეზღუდვის მცდელობა, ასევე მედიის შეზღუდვის ცალკეულ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვის ტოლფასია. ჩვენი საზოგადოება ყოველთვის დაიცავს მედიის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42