ჯოჯოხეთის ცეცხლი მიკიდია, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია - რამაზ ნოზაძის გულახდილი წერილი
სოც.მედია - 12:53, 23 Oct, 2015     82185
რამაზ ნოზაძისა და ხატია სიჭინავას წყვილი ხშირად ხვდება ყურადღების ობიექტი. მათი სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და შედეგად დღეს უკვე სამი გოგონას მშობლები არიან. ხატია ხშირად ანებივრებს საყვარელ მეუღლეს სიურპრიზებით. მისი ბოლო დასამახსოვრებელი სიურპრიზის ამსახველი ფოტოები გასულ კვირას სოციალურ ქსელშიც გამოჩნდა. მან მეუღლეს დილაადრიან, ყველაზე პირველმა, სამ ქალიშვილთან ერთად საკმაოდ ორიგინალური ტორტით საძინებელში მიულოცა დაბადების დღე. ამჯერად კი რამაზი კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში მეუღლეს და ფეისბუქზე მისთვის რომანტიკულ პოსტს აქვეყნებს.

„ვერ ვხვდები ერთ რაღაცას, შესაძლებელია კაცი იყოს ისეთი ბედნიერი როგორიც მე ვარ? არ ვიცი ამას რატომ ვწერ. დამიძახეთ გიჟპოეტა, რაც გინდათ დამიძახეთ, მკიდია. არასდროს არ მომბეზრდება შენთან ერთად გიჟობა, არასდროს არ დამავიწყდება ის პირველი წამი, როდესაც დავინახე ის სიღრმე რაშიც გადავეშვი მთელი ჩემი არსით და დღესაც იმ სიღრმისეულ კრატერში ვეშვები. მადლობა იმისთვის გმირად, რომ მაქციე და ჩემს გოგოებს მეფე რომ აჩუქე. არ მომბეზრდება ორი ჯადოსნური სიტყვის თქმა, მაგრამ ეს მოგვიანებით. როცა წასვლა მიწევს სადმე და შენ ჩემს გვერდით არ ხარ, ყოველი ერთად გატარებული წამი მახსენდება და ის ფიქრი მტანჯავს რატომ არის ცხოვრება ასეთი ხანმოკლე და არა უსასრულო. მინდა არ მთავრდებოდეს დილის გაღვიძება და შენი დანახვა, რომ გეუბნები - უფრო მაგრად მიყვარხარ!!! სულ არ მაინტერესებს არც მსოფლიო ჩემპიონობა, არც რამე ღირებულება. შენი გულისთვის ჯოჯოხეთის ცეცხლი მკიდია. შენ ხარ ის არარეალური სიყვარული, რომელიც ღმერთისეულია. დღესაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ღმერთმა ეს სიყვარული მაჩუქა და ის ჩემი დაკარგული მეორე ნახევარი მაპოვნინა, რომელსაც 7 მილიარდი ადამიანი ეძებს დედამიწაზე. მადლობა ღმერთს, დედაშენის და მამაშენის სიყვარულის ნაყოფად რომ შთაგბერა და მეც რომ გამხადა ღირსი ამ ქვეყნად ჩამოვეგდე. მადლობა ჩემი სამი პრინცესასთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაძლევ ძალას ამ უსახურ ქვეყანაში სიყვარულის გარდა ვერაფერს ვხედავ!!! მინდა სიბერეშიც ვხედავდე იმ ნაღვლიან სიღრმეს, რომელიც ასეთი ლამაზია. ჩემო ცხოვრება, ამ ქვეყანაზე სიყვარული თუ არსებობს, მაშინ მე ეს ვიპოვე შენში. და თუ ხვალ თავში აგური დამეცემა და მოვკვდები, ჩემს საფლავზე დაწერე „ღმერთის გამოცდა ჩაბარებულია“ და ის ორი ჯადოსნური სიტყვა „მიყვარხარ ხატი.“- წერს რამაზ ნოზაძე ფეისბუქის გვერდზე.

მარიკა ხიდურელი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42