"ერთი-ორი ბულდოზერი მოგვეცით და რაც დასანგრევი და გასატანია, დავშლით..."
სოც.მედია - 12:40, 23 Oct, 2015     1455

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლია ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელიში მეშვეობით მთავრობას მიმართავს:

„მთავრობა, თქვენ კი არ მოგწონთ ჩემი იდეები, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩემი არაა, სხვისია და გაუცხოებულ-განყენებულად შეხედეთ, რომ მიმღებლობა გაიზარდოს: ხალხს აგრესიის გამოხატვა ვიზუალურ-გამომსახველობითი ფორმით რომ დააწყებინეთ, კარგია, მაგრამ უკეთესი ჯობს. მაგალითად, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას სისხლისფერი საღებავის ლაქები ძალიან მოუხდა კონთემპორერი არტის ამბავში, და მაინც ეს მიმდინარეობა სიახლე არაა ქართულ პოლიტიკურ ხელოვნებაში, მეტი მინდა, მეტს ველი, წინ წავიწიოთ, განვავითაროთ და მეტად ნაყოფიერი, სასრგებლო და ხალისიანი გავხადოთ:

ნაციონალების აქტივისტებსაც და ოცნებისასაც დაურიგეთ კარგი ხარისხის საღებავი და გორგოლაჭიანი დიდი ფუნჯები, მიეცით მისამართები სარესტავრაციო შენობების და სულ რამდენიმე თვეში დაწკრიალდება ქალაქები, გალამაზდება, ბრაზიც განელდება. შრომა აახლოვებს, აჯანსაღებს და აფერადებს. კიდევ უფრო კარგი მეგობრები გახდებით, მერე დაღლილებმა, საღამოობით კასრი გახსენით და ჩაუჯექით ფილმებს.

ვინც არც ნაცი ვართ, არც ოცნება,

ერთი-ორი ბულდოზერი მოგვეცით და რაც დასანგრევი და გასატანია, დავშლით და გავიტანთ, მშვენივრად განვიმუხტებით, საქმეც გაკეთდება.

ასევე, მომეცით გეთაყვა მაროკოული ლურჯი, თეთრი და ტერაკოტისფერი საღებავი (ამ ეტაპზე სამ ფერში ვიმუშავებ) და ამბროლაურის რამდენიმე უბანს ჩემს თავზე ავიღებ“, - წერს ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42