ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ბატონი ალექსანდრე, ნიკა გვარამიას მეგობარი უნდა დაიკითხოს. უნდა გაირკვეს, მართლაც ვიღაცამ დაავალა, თავისი ინიციატივით გამოთქვა ეს, თუ მეგობრულად საუბრობდა, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. მთავარი ჩვენი მხრიდან არის, რომ გამჭვირვალე პროცესი იყოს.
ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, რომ საზოგადოებაში რაიმე კითხვა არ გაჩნდეს. ნიკა გვარამია თავის მეგობარს რაღაცას ელაპარაკება და მერე ამას ისე გაყიდის, როგორც მას პოლიტიკურად აწყობს, ასე უბრალოდ არ გამოვა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი გუშინ პროკურატურაში იმყოფებოდა. მან დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ ახვლედიანი გვარამიას დაკითხვის შემდეგ დაიბარა. როგორც ცნობილია სწორედ ახვლედიანი იყო შუამავალი მთავრობასა და გვარამიას შორის.
მასალის გამოყენების პირობები






