„ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და სიგიჟემდე მიყვარს, ღმერთმა დაგიცვას ამ განსაცდელში და დაგვიფაროს სუყველა ერთად რო შევძლოთ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა. წარმოდგენა არ მინდა დღეს იმ განაჩენის, რაც შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს... ჩვენ კიდე დიდხანს და დიდხანს ვიქნებით ერთად და კიდევ ვისწავლით თქვენს გვერდით უამრავ რამეს. რუსთავი 2 მიყვარხარ. თქვენ ის გუნდი ხართ რომელიც ამ ქვეყანას ჭირდება და გაუნათლენელ მთავრობას არა. ვიცი ამ პოსტის მერე ყველას მოგვდგებიან და გვაიძულებენ პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენ ეგ თაობა არ ვართ! მე პირადად აღარ მომინდება ამ ქვეყანაში ცხოვრება (რა აზრი აქვს) სადაც მაინც დამბლოკავენ.“
ეს პოსტი მომღერალმა ინდირა ჯგერნაიამ დღეს გამოაქვენა ფეისბუში და ნიკა გვარამია მონიშნა სტატუსზე. როგორც თავად ამბობს, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე წუთში მის მობილურ ტელეფონზე დაფარული ნომრით, ანონიმური ზარის დაფიქსირდა. ინდირამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უცნობი მას ემუქრებოდა.
ინდირა ჯგერნაია: პოსტი დავწერე თუ არა 10-15 წუთში იყო ზარი.
- მას შემდეგ კიდევ ხომ არ იყო ზარი?
- არა, არავინ აღარ შემხმიანებია.
- რამე კონკრეტული მუქარის ტექსტი გაჟღერა?
- კონკრეტული ზეწოლის ფაქტი არ ყოფილა. არ უთქვამს რუსთავი 2-ის კონცერტზე თუ გამოხვალ და იმღერებ ამას გიზავ, იმას გიზავო, თუმცა ის კი მითხრა რომ მონაწილეობა არ მიმეღო.
- მიუხედავად ყველაფრისა მონაწილეობის მიღებას მაინც გეგმავ?
- რა თქმა უნდა.
- ქუთაისში ხარ კიდე?
- კი.
- ადრეც ყოფილა მსგავსი, მუქარის შემთხვევა?
- არა ეს პირველად მოხდა ჩემს შემთხვევაში. პოსტიც კი არ ამიღია ამის გამო. მე მაინც ჩემს აზრე ვარ და მხარს ვუჭერ რუსთავი 2-ს.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






