როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გვარამიამ განაცხადა, პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია ადამიანზე, ვინც მას მთავრობის მესიჯებს უგზავნიდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება არ წარიმართება. პროკურატურაში კიდევ მეორე საქმეა „რუსთავი 2“-სა და ჩემი მონაწილეობით, რომელიც ეხება ფარულ მიყურადებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ნათელია, გამოძიება ერთი ნაბიჯით წინ არ წასულა. იგივე ბედი ეწევა ამ საქმესაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი თავი უნდა დაასაჯოს. ეს არ მოხდება“, - განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ინფორმაციით, პროკურატურამ მას ოჯახისთვის სპეციალური დაცვის ღონისძიებები შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
"შემოთავაზებული იყო სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი, მე ჩემს ოჯახს ამ ხელისუფლებისგან ვიცავ, ვაპირებ მათ გახიზვნას აშშ-ში, არ ვგეგმავ, რომ ის ვისგანაც ყველაზე დიდი საფრთხე მოდის, ის ავიყვანო დაცვად. ცხადია, რომ ამაზე უარი ვთქვი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






