"მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის რეაქცია იყო ბუნებრივი. ივანიშვილს სურს ძალაუფლება უსასრულოდ შეინარჩუნოს და ამ გზაზე, რაც ხვდება ყველაფრის გატეხვას ცდილობს. პოლიტიკური ძალების, საზოგადოების ნებას და რუსთავი2-ის. ეს მისი მხრიდან არის ვაბანკზე წასვლა. საზოგადოების ამოცანაა, რომ ივანიშვილმა და მარიონეტების ჯგუფმა ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გაიყვანოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს. "რუსთავი 2" არის ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნებით მთლიანად ქვეყანა. ჩვენ გვსურს ვითარების კონსტიტუციურ ფარგლებში დარჩეს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება ეს ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ დღეს საქართველოს პრეზიდენტი საკონსულტაციო რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გიგა ბოკერია, ირმა ნადრირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და სერგო რატიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პრეზიდენტთან საუბარი შეეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ საფრთხეებს. დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს პროცესების შემდგომ ესკალაციას და სურს ქვეყნის სწორი განვითარება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისათვის“ წითთელი ხაზი სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა და „რუსთავი 2“-ის იმ სახით შენარჩუნებაა, როგორიც დღეს არის.
მასალის გამოყენების პირობები






