სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ ვინ ქოცს, რასაც სწორად ვთვლი იმას გავაკეთებ - ჯანგირაშვილი
სოც.მედია - 17:20, 22 Oct, 2015     7097
ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ აზრს ღიად აფიქსირებს და რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარ ამა თუ იმ ფაქტს იხსენებს და მათ რეზიუმეს აკეთებს:„როცა წლების წინ ვიცავდი ტელეკომპანია იბერიას, ბევრი სნობური ქირქილით მეუბნებოდა – ომეგას სიგარეტების “ბუტკას“ რატომ იცავო. მაშინ ვამბობდი, რომ დავიცავ ნებისმიერ ტელევიზიას, სადაც სპეცრაზმი შევა და თუ ხელისუფლებას ახლა შერჩა ეს საქციელი, მერე უარეს იზამსმეთქი. მალე იბერია გაქრა ტელესივრციდან.

როცა ვიცავდი შალვა რამიშვილს მისი დაჭერის შემდეგ, ბევრი მეუბნებოდა, მაგ გამომძალველს რატომ იცავო. ეგ ცუდი ტიპიაო. ვპასუხობდი – შალვა რამიშვილი შეიძლება არ არის კეთილსინდისიერი ჟურნალისტი, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ხაფანგი დაეგო და გაენეიტრალებინა, და ასეთი ხელისუფლება კარგს არაფერს დაგვმართებსმეთქი. მალე ტელეკომპანია 202 დაიხურა.

როცა იმედის მიმართ მასირებული შეტევა დაიწყო, “კეთილისმსურველები“ მირჩევდნენ, მილიარდერ პატარკაციშვილს შენი დასაცავი რა სჭირს, შენს თავს მიხედე, ეგენი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენო. მაშინ ვამბობდი, რომ ხელისუფლება, რომელიც ტელევიზიას და ოპოზიციას ფიზიკურად უსწორდება, კარგს არავის არაფერს დაგვმართებდა.

მალე იმედს რაც დაემართა, ყველამ ვიცით. ყველამ ვნახეთ, რაც დაემართა მთლიანად მედიასივრცეს და ქვეყანას.
როცა ვიცავდი “ჯაშუშ ფოტოგრაფებს“, ბევრი მეჩურჩულებოდა, ვერ არიან ეგენი მთლად სუფთა, რატომ იცავ თავგადაკლულიო. მაშინდელი ნაციონალების მხარდამჭერები დაგვცინოდნენ. ვიცავდი, იმიტომ რომ მჯეროდა, ხელისუფლება, რომელიც ძალადობით მოერევა ვინმეს, საშიშია ყველასთვის. სულ რაღაცეებს მეჩიჩინებოდნენ, მეჩურჩულებოდნენ და მაძახებდნენ, როცა პირაკრულები ვიდექით მაესტროსთვის, ხან ქუჩა–ქუჩა ფლაერებს ვარიგებდით, ხან სატელიტური თეფშების გამოხსნისთვის, პრესის ჯიხურებისთვის, პალიტრა მედიისთვის ვიბრძოდით. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

არასოდეს მაინტერესებდა სნობების ქირქილი, პირადი კეთილდღეობით მოტივირებული ან სხვადასხვა მიზეზებით გონებადაბნელებული ხალხის აზრი.

მე ვთვლიდი, რომ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი პრინციპებისთვის ვიბრძოდი. მაშინაც, როცა ჯიბეში ასი ლარი მედო, მომავალი სრულიად ბუნდოვანი იყო და მილიონებზე უარს ვამბობდი ჩემი პრინციპების გამო.

ჰოდა, დღესაც სულ ფეხებზე მკიდია ვინ ნაცს დამარქმევთ, ვინ ქოცს. რასაც სწორად ვთვლი იმას გავაკეთებ და იმას ვიტყვი.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42