„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას თქმით, ის არასდროს გააკეთებდა მსგავს განცხადებას, როგორიც დღეს პრემიერ-მინისტრისგან მოისმინა.
ამის შესახებ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"არა მგონია ეს წახალისებას ნიშნავდეს, ეს მისი მოსაზრებაა... ალბათ ამ წუთებში სჯობს ვილაპარაკო ჩემს პოზიციაზე. ალბათ იმიტომ მეკითხებით, რომ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება პრემიერის განცხადებაზე. ჩემი მოსაზრება არის ის, რომ მე მსგავს განცხადებას არასდროს გავაკეთებ ," - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. ამასთანავე ღარიბაშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა მათ, რაც ვიდეოებშია ასახული.
მასალის გამოყენების პირობები






