„აბსოლუტურად ვთანხმდებით რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება, რომელის პირობებშიც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირების გაღვივებას და პროცესების ქუჩაში გატანას ცდილობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ქვეყნისთვის. მიგვაჩნია რომ კონსტიტუციური წესრიგის დაცვაში უდიდესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას ეს მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა რამდენად მიკერძოებულია „რუსთავი2“ დღეს ის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელია და მასზე იერიშის მიტანა დაუშვებელია.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ზურაბ აბაშიძის თქმით ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციით „ენმ“ და „ოცნება“ სარგებელს ნახულობს:
„ყველა საზოგადოების ყველა პასუხისმგებლობის მქონე წარმომადგენელთან, ვისაც არ სურს რომ ქვეყანა დაბრუნდეს წარსულში, ყველაფერს ვიღონებთ თავისუფალი დემოკრატები იმისთვის, რომ ეს პროცესები ქუჩიდან ისევ შენობებში გადმოვიდეს და დაწყნარებულად ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ უნდა იყოს მედია და სიტყვა თავისუფალი. ამ პროცესებით არ უნდა სარგებლობდეს ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“, რომელიც თავის მხრივ ძალადობის მოწოდებით არის და „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას ისევ ქუჩის და რევოლუციის გზით ცდილობს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






