ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:32, 22 Oct, 2015     929
თბილისის მერი დავით ნარმანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტ ჟან კლოდ ფრეკონს შეხვდა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა კონგრესის პრეზიდენტს ინფორმაცია ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ მიაწოდა. მათ, ასევე, ისაუბრეს თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხებზე.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის პირობებისა და ძირითადი პრინციპების შესრულების საკითხს, რომელზეც ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა დავაფუძნეთ. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისს ეწვევა და ის ადგილზე ნახავს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და მოისმენს სხვადასხვა მოსაზრებებს რეფორმების მიმდინარეობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი კონგრესის პრეზიდენტს იმ პოლიტიკის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მთავრობა ეთნიკური უმცირესობების მიმართ ახორციელებს.

"ძალიან ნაყოფიერი და სასარგებლო შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებულ ვითარებას, განსაკუთრებით ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე, მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კარგად არიან ინფორმირებულები და ცალსახად და მკაფიოდ ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას და მაქსიმალურად მხარში გვიდგანან",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

"დიდი ხანია საქართველოსთან ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის მონიტორინგი გავაკეთეთ. ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დეკემბრის შუა რიცხვებში ჩანიშნული ჩემი ვიზიტის დროს, საქართველოში პირადად ჩამოვიტან მომზადებულ გზამკვლევს",- განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42