ეკა ხოფერია: „თავის დროზე მათ ეუბნებოდნენ, ესენი რა თქვენი კოლეგები არიან, სიტყვის თავისუფლებისთვის კი არა, პოლიტიკური დაკვეთებით მუშაობენ „იმედში“. ახლა აქეთ გიკიჟინებენ, ესენი რა შენი კოლეგები არიან, მიშას ინტერესებს ემსახურებიან. მე კი გეტყვით, ჩვენ არავინ ვართ იდეალურები, ქვეყნის ანარეკლი ვართ, ცუდისაც და კარგისაც. ამიტომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რუსთავი ორში ჩემი კოლეგები მუშაობენ და მინდა მუშაობა განაგრძონ მომავალშიც. ინბოქს შემოტევისთვის, რაც ნებისმიერ პოლიტიკურ სტატუსს მოყვება, მზად ვარ და ეს მეასეხარისხოვანია. მთავარია ის, რაზეც ნიკა გვარამიამ ისაუბრა, მორჩეს. მორჩეს გადაღება და შანტაჟი. დავანგრევთ ასე ქვეყანასაც, ჩვენს თავსაც და შვილების თაობასაც. ეს არის ჩემი სათქმელი.“

ზუზუ ბეჟაშვილი: „მოგწონთ თუ არ მოგწონთ, რუსთავი 2 არ უნდა დაიხუროს... ვისაც გიხარიათ, რა გიხარიათ ვერ ვხვდები. ძაან ზედმეტია უკვე, ძაან... გადართეთ სხვა არხზე თუ არ მოგწონთ, მაგრამ დახურვა, როცა დემოკრატიაზე ქადაგებთ არ მოსულა. იქ მუშაობს უამრავი ადამიანი, სულ ცოტა ამაზე მაინც დაფიქრდით... მე არ ვმუშაობ იქ, ისე რომ იცოდეთ“- წერს ზუზუ ბეჟაშვილი სოციალურ ქსელში.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






