"მას თუ ასეთ კადრებზე რეაქცია არ აქვს, ცუდად ყოფილა მისი საქმე" - დეპუტატები პრეზიდენტის განცხადებაზე
პოლიტიკა - 13:43, 22 Oct, 2015     1491
უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ისინი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ხედავენ.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, არასწორია ასევე, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება გაკეთდა მოსამართლის მისამართით.

„ვერ ვხვედავ სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველს. სასამართლოს მიმართ მოწოდება არავინ არ უნდა გააკეთოს. არავინ არ უნდა მიმართოს მოსამართლეს არც პრემიერმა, არც პრეზიდენტმა და ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა. მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს. მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკაონ სიტუაციის ესკალაციისგან და იმისგან, რომ სიტუაცია დავხატოთ ისე როგორც ეს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას სურს წარმოაჩინოს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ასევე უარყოფითად აფასებს დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

„პრეზიდენტს თუ ასეთ კადრებზე არ აქვს რეაქცია ცუდად ყოფილა მისი საქმე. მიჭირს მოუწოდო მოსახლეობას ასეთი კადრების ნახვის შემდეგ მოთოკონ ნერვები. თუმცა ყველას ვურჩევდი, რომ ყველა ასეთი საკითხი სამართლებრივად გაირჩეს. უბრალოდ, მოსახლეობას ყველაზე მეტად ნერვებს უშლის ის, რომ ვინც ასეთი ქმედების დროს ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს გამოდიან სამართალდამცველების და დაჩაგრულების როლში“, - განაცხადა მეჭიაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42