პრემიერმა დააფიქსირა, რომ მთელ ამ პროცესებში ის შეიძლება მხარეს წარმოადგენდეს - ფიქრია ჩიხრაძე
პოლიტიკა - 13:46, 22 Oct, 2015     1834
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა გააკეთა. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით შექმნილ ვითარებაში იმ ადამიანის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, ვინც ქვეყანაში კონსტიტუციური მშვიდობის გარანსტს წარმოადგენს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე ჩიხრაძის თქმით კითხვის ნიშნები არსებობს მოსამართლის ქცევასთან დაკავშირებითაც, პრეზიდენტის მრჩეველმა მარგველაშვილის მოწოდება სწორედ სასამართლოს მხრიდან რთულ ვითარების გათვალისწინების საჭიროებით ახსნა. ჩიხრაძის თქმით გიორგი მარგველაშვილმა განცხადების გაკეთება პრემიერის მხრიდან მთავრობის სხდომაზე გაკეთებული მოწოდებების შემდეგ გადაწყვიტა.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოზომილი, ზომიერი გადაწყვეტილებები, შეფასებები ისმოდეს. განსაკუთრებით, იმ ადამიანების მხრიდან - ვინც ქვეყანაში კონსტიტუციური მშვიდობის გარანტი უნდა იყოს. საკვანძოა ის თემა, რომელიც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს ეხება, საკვანძოა მოსამართლის ქცევა, სადაც ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ისევე როგორც ყველა თანამდებობის პირი, მოსამართლე რომელიც ამ საქმეს წარმართავს, აცნობიერებდეს იმ ძალიან რთულ ვითარებას, რომელშიც დღეს ჩვენი საზოგადოება იმყოფება. არანაირი საჭიროება ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილებების არ არსებობს.

ჩვენ შეიძლება დღეს ასეთი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რომ არ მოგვესმინა ის შეფასებები, რაც დილით მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ, რომელმაც პრაქტიკულად გამოაცხადა, რომ მთელ ამ პროცესებში ის შეიძლება მხარეს წარმოადგენდეს. ვფიქრობ, რომ ეს იყო არასწორი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ყველას, ვინც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები გააცნობიერებენ, რომ მათ თითოეულ სიტყვას შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42