„აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა და ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოსამართლეს მოუწოდებს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. თუ რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია და მე მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მე, როგორც თანამდებობის პირი, თავს შევიკავებდი კონკრეტული განცხადებების გაკეთებისგან. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. გიორგი მარგველაშვილის თქმით განვითარებულმა მოვლენებმა სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობა შექმნა, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებამ კი ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა. მარგველაშვილმა „რუსთავი2“-ის საქმის მოსამართლეს, თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






