"დღეს მთელ საქართველოში სამღებრო სამუშაოები გამართეს და ჩვენი პარტიის ოფისები შეღებეს. ურთმელიძე თავის საქმეს აკეთებს, ისინი ვინც ზიზღს აღვივებენ და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ ხალხს თავის საქმეს აკეთებენ. მთლიანობაში ეს არის ის ერთი დიდი უძლურება. ეს პრემიერ-მინისტრი კი არა, ეს არის ხელის ბიჭი, რომელიც ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს," - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
სერგო რატიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ცილისწამებით და ძალადობით მართავს:
"ცილისწამებით, ძალადობით მართავს 3 წელია ქართული ოცნება ქვეყანას. ამ ცილისწამებას არაფერი უდევს საფუძვლად. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯოს ყველა, ან დასჯიან ისინი ან ჩვენ დავსჯით მწამებლებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომ მათ შეძლეს რეიტინგებში ნაციონალური მოძრაობა იყოს პირველი,"- განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






