„ეს არის იმიტირებული პროცესი, საქმის გარჩევა რუსთავი 2-თან. საქმის განმხილვევლი არის არა მოსამართლე, არამედ ივანიშვილის პირადი ზონდერი, რომელიც შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფსიქოტროპული პრეპარატის ქვეშ იმყოფება და საერთოდ რეაგირებას არ ახდენს არაფერზე. ეს ადამიანი არის ყველაფერზე წამსვლელი, არაადეკვატური.
გარდა იმისა, რომ ურთმელიძე უვიცი და უწიგნურია, მისი ადგილი სასამართლო სისტემაში არ არის, სადაც უამრავი კვალიფიციური მოსამართლე ახორციელებს მართლმსაჯულებას, იბრძვის ქვყენის კეთილდღეობისთვის. ასეთი მოსამართლეების შრომას წყალში ყრიან ურთმელიძისნაირი მოსამართლეები ყოველი ასეთი ჩაქუჩის დაბრახუნებისას. ურთმელიძის დღევანდელი ჩაქუჩის დარტყმა იქნება დარტყმა ოცნების კუბოზე“ - განაცხადა გვარიამ.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში რუსთავი 2-ი მაინც არ დაიხურება.
„რ2 არასდროს იქნება ბიძინა ივაბნინშილის, რ2 არის კრიტიკული ტელევიზია და დარჩება კრიტიკულად. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც უნდა თქვას ურთმელიძემ, სამართალმა მაინც იზეიმოს. მათ შორის იზეიმებს სამართალი მოსამართლე ურთმელიძის მიმართაც.
მას ვპირდები ისეთ სასასმართლოს რომელიც საერთაშორისო სტანდარტების იქნება, და არა მოსყიდული, უპატიოსნო და გარეწარი. მე პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვარ და ჩემი არშეშვება ამის ერთი ნაწილი. მოსამართლეს ჩემი ნახვა არ უნდა და ამბობს, რომ მე შოუს ვქმნი. ერთადერთო ვისაც შოუს ელემენტი შეაქვს ურთმელიძეა. ჩვენ მაინც მოვაგროვებთ ყველა მტკიცებულებას, რომ ეს მოსამართლე არის მოსყიდული. არ დავთმობთ რუსთავი 2- ს . ეს არის სრულიად გამორიცხული. რ 2 იქნება იმ ადამიანების, ვინც დღეს ტელევიზიაში შრომობს, რომელბიც იბრძვიან საქართველოს ინფორმირებისთვის. ურთმელიძე რ2-ს ვერ წაიღებს“ - აღნიშნა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






