ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში მივა.
როგორც მან საქალაქო სასამართლოში განაცხადა, იგი იმ პირს დაასახელებს, ვინც მას მთავრობის მესიჯები მიაწოდა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ მასზე შანტაჟი განხორციელდა.
„დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა დღევანდელი საუბრის შინაარსი ყველას თანდასწრებით ვთქვა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარს ხალვაშს. ამას მოჰყვება დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავქცეულიყავი. ამას მე არ გავაკეთებთქო ვთქვი. ამის საპსასუხოდ მითხრეს შემდეგი - „არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ, არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს მოლპარაკებებეი ადამიანებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან და ეს გამოქვეყნდება და მე განადგურებული ვიქნები. მე მგონია, რომ შანტაჟის წინააღმდეგ სწორი გზაა საუბარი ამაზე. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ჩემი პირადი კეთილდღეობა“, - განაცხადა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






