„მეგობრებო, საფრთხე იმისა, რომ დილით სასამართლოს კედლებში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბორკილები გამოიჭედება, დიდია და დიდი ალბათობით ეს საზარელი განაჩენი აღსრულდება.
არ ვაპირებ ჭკუის რიგებას და არც არგუმენტებით რაიმეს მტკიცებას, თავისუფლება ჩვენი მტკიცე არჩევანია და სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირსეული მონაპოვარი!
ეს საფრთხე არ ემუქრება, მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მაუწყებელს თუ პარტიას, ეს თითოეული მოქალაქის ღირსების საკითხია. ჩვენ უნდა დავიცვათ საერთო ფასეულობები, განურჩევლად იმისა თუ რომელი ტელევიზია ან გაზეთი იქნება ეს, "რუსთავი 2"-ი თუ "ასავალ დასავალი".
მივმართავ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის იმ წევრებს, ვისთვისაც საკუთარი ერი და სახელმწიფო ჯერ კიდევ ღირებულია, ღირებულია დემოკრატიის ის ფუნდამენტური ფასეულობები რასაც სასამართლოს, სიტყვის ან გამოხატვის თავისუფლება ჰქვია;
თქვენი ვალია გაერთიანდეთ ეროვნული ინტერესების გარშემო და გაემიჯნოთ პროცესს, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებასა და სამართლიანობას, რომლის გარეშეც ერის არსებობა და განვითარება შეუძლებელია.
გელოდებით ყველას იქ სადაც ჩვენი მომავალი თანაარსებობის პირობები წყდება“- აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






