„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „რ2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 09:39, 22 Oct, 2015     1039
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"21 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მორიგ სასამართლო მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, არხის გენერალურმა დირექტორმა არასამთავრობო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება მის წინააღმდეგ შანტაჟისა და უკანონო თვალთვალის განხორციელების შესახებ.

უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე ფაქტია, როდესაც მედიის წარმომადგენელი მასზე განხორციელებული უკანონო თვალთვალის შესახებ აკეთებს განცხადებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ეკა მიშველაძის განცხადებას, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის მოთხოვნისა, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განხცადებაში საუბარია ცალსახად დანაშაულის შემცველ ფაქტებზე. შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ აკისრიათ ვალდებულება ამ ტიპის განცხადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. მხოლოდ ზოგადი განცხადებები გამოძიების დაწყების ან მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქმის პირად კონტროლზე აყვანის შესახებ ვერ იქნება დამაჯერებელი რეალური ქმედებების და შესაბამისი შედეგების გარეშე.

დროული და ადეკვატური რეაგირების არ არსებობის შემთხვევაში, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხელისუფლება გულგრილია მათდამი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ და სამართლის შერჩევითი გამოყენების მეშვეობით იგნორირებას უკეთებს მათი კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებას. ამგვარ სიტუაციაში ჩნდება გაცილებით უფრო მძიმე ეჭვებიც, რომ ხელისუფლება არათუ იგნორირებას უკეთებს ამგვარ პრობლემებს, არამედ თავად არის მსგავსი მუქარებისა და შანტაჟის ორანიზატორი. ამგვარი ეჭვების გაბათილება მხოლოდ დროული, ობიექტური და ადეკვატური რეაგირებით იქნება შესაძლებელი."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42