"მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად" - ომბუდსმენი გვარამიას განცხადებაზე
პოლიტიკა - 09:22, 22 Oct, 2015     1019

სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართოს.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს საღამოს, „რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში, ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, „რუსთავი 2“–ის შენობაში გარკვეულ პირთან შეხვედრაზე მიიღო სამთავრობო მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის საქმეზე სამართლებრივი დავა წინასწარ არის გადაწყვეტილი. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ამავე პირმა მას მოუწოდა არ იაქტიუროს მოვლენების განვითარებისას და შეახსენა, რომ მისი ოჯახის წევრები საქართველოში იმყოფებიან, ასევე, მასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ვიდეოკადრები და აუდიოჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდება მისი მხრიდან არასასურველი ქცევის დაფიქსირების შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნიკა გვარამიას მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42