რამზან კადიროვი ჩეჩნეთის სასაზღვრო საამართველოს უფროსთან ერთად რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე იმყოფებოდა. ჩეჩნეთის ლიდერმა საზღვარზე ორი დღე გაატარა, მისი განცხადებით საზღვარი საიმედოდ დაცულია და ქვეყანაში ISIS მებრძოლების შეღწევა გამორიცხულია.
არაერთგვაროვნად გაიჟღერა კადიროვის ვერსიამ, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები რუსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შედეგად მოხვდნენ.
”შემიძლია ახლავე ვთქვა, რომ ყველა ლაპარაკს იმის შესახებ, რომ ISIS მებრძოლებმა შესაძლოა ამ საზღვრის მეშვეობით შემოაღწიონ, გახვრეტილი გროშის ფასი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, რომ მტერს არ მოუვიდეს თავში აზრად აქ შემოსვლა. ჩვენ ამჟამად შეგვიძლია მშვიდად ვიძინოთ და ამაყად განვაცხადოთ, რომ ჩვენი მესაზღვრეები ჩვენ საზღვრებს იცავენ”- განაცხადა კადიროვმა. მისი თქმით მესაზღვრეები საუკეთესოდ არიან აღჭურვილნი და ტექნიკური საშუალებებიც იდეალურ მდგომარეობაშია. მან ჩინოვნიკებს დავალება მისცა, რომ მუდმივი კონტროლის ქვეშ ქონდეთ ის საკითხები, რომლებიც მესაზღვრეების ყოფით თუ სხვა პრობლემების მოგვარებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






