„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი წერეთელის თქმით, ხელისუფლება საქართველოს ევროპისკენ სვლას ხელს უშლის.
ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროპაში ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ინფორმირებულები არიან.
„უაღრესად სამწუხაროა ის, რაც საქართველოში ხდება და არანაირი მიზანმიმართული მოქმედება, რომ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, არ არის. „რუსთავი 2“-ის საკითხი ცნობილია ევროპაში. აქ არის ის ხალხი, ვინც გადაწვეტილებას იღებს საქართველოს უკეთესი ევროპული მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლების ასეთი მოქმედება ამ პროცესს აჩერებს“, - ამბობს წერეთელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს უკან მოუბრუნდება ის, რასაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ აკეთებს.
„ივანიშვილმა იცის, რომ მას არ აქვს არაფერი დადებითი შესათავაზებელი ჩვენი ხალხისთვის. მან იცის, რომ იგი დამარცხება სამართლიან არჩევნებშიც კი და იგი მიდის აღმაშფოთებელ და ამორალურ შანტაჟზე. ამ ყველაფერს ბუმერანგის ეფექტი აქვს და მას ეს მალე დაუბრუნდება“, - განაცხადა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






