პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე „რუსთავი2“-ის დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ეკა ბესელიას განცხადებით ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება:
„არავითარი ძალადობა არ იქნება. მედიის თავისუფლებას ხელისუფლების მხრიდან არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მე არ მგონია, რომ ჩვენს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ნათესავები მძევლად აიყვანოს ან მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდეს და მსგავსი დაუშვებელი მეთოდები იყოს გამოყენებული. ეს დრო დასრულდა. თუ ვინმე არის რეალური პერსონაჟი, რომელმაც რაიმე ტიპის უკანონობა განახორციელა, გამოძიება უკვე დაწყებულია და ბატონი გვარამია მოწმის სახით დაიკითხება და ის ვალდებული იქნება გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია. ჟურნალისტებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება. მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება არანაირი ზეწოლის მეთოდების გამოყენება სასამართლოზე“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკური პარტიებთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა. რაც თანამდებობის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ოჯახის მიმართ შესაძლო ზეწოლას და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებას გულისხმობდა
მასალის გამოყენების პირობები






