"არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა!"- ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას მიმართავს
პოლიტიკა - 20:18, 21 Oct, 2015     7427
ქიბარ ხალვაში „რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორს მიმართავს. ხალვაშის თქმით გვარამია სიტუაციის დრამატიზირებას და საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას მოუწოდებს, რომ არ მოახდინოს „რუსთავი2“-ის მაუწყებლობის გათიშვა:

„მივმართავ პირადად გვარამიას, რომელმაც ახლახანს მორიგი ტელე–პერფორმანსი შესთავაზა საზოგადოებას.

უკვე ნათლად ჩანს, რომ თქვენ და თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული თანამოაზრეები ყველა ღონეს ხმარობთ, რომ რამენაირად გახვიდეთ სამართლებრივი სივრციდან და ჩემი სამართლებრივი დავა, რომელიც მიმართულია უმოწყალოდ შელახული საკუთრების უფლებისა და სამართლიანობის აღდგენისკენ, აქციოთ პოლიტიკურ შოუდ და ამით საკუთარი პატრონს, მიშა სააკაშვილს, მისცეთ პოლიტიკური ქულების ჩაწერის შესაძლებლობა.

კოლექტიური გვარამიას ფანტაზიას მე ვერ გავყვები. მე კონკრეტულ საშიშროებას ვხედავ, რომ გვარამია დავის სამართლებრივი სივრციდან გატანის მიზნით იმაზეც კი არის წამსვლელი, რომ რუსთავი 2 ეთერიდან გათიშოს და ამით კიდევ ერთხელ მოახდინოს სიტუაციის დრამატიზება და შეეცადოს საკითხის პოლიტიზებას.

მივმართავ გვარამიას კატეგორიულად – არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა!

ილაპარაკე რაც გინდა და რამდენიც გინდა, თუნდაც მთელი საეთერო დრო შენივე პოლიტიკური მონოლოგებისთის დაგითმია.

პირიქით, მოგიწოდებ, რაც შეიძლება მეტი და დიდხანს ილაპარაკო, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად დაინახოს რა გამოძრავებს და რა პოლიტიკური სულისკვეთების ძალის აზრებს და სურვილებს ახმოვანებ. ილაპარაკე, მაგრამ საკუთარი და შენივე პატრონი სააკაშვილის ბნელი მიზნების გამო, არ გაბედო რუსთავი 2–ის გათიშვა“- ნათქვამია ქიბარ ხალვაშის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42