როგოც დეპუტატი ამბობს, ეს არის მცდელობა, რომ მოხდეს "რუსთავი 2"-ის თემით მანიპულირება ესკალაციის მიზნით.
„შორს ვარ იმისგან, რომ ჭიქაში ქარიშხალის ატეხვის მცდელობას მხარი ავუბათ. არის მცდელობა, რომ მოხდეს "რუსთავი 2"-ის თემით მანიპულირება ესკალაციის მიზნით. არც ერთ შემთხვევაში არ ვგულისხმობ "რუსთავი2"-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, მაგრამ საუბარია იმის თაობაზე, რომ თითქოს მზად არიან, რაღაც დაგეგმილ ძალადობას ძალადობით უპასუხონ. ხელისუფლების მხრიდან არანაირი ძალადობა არ იგეგმება. არც ისეთი ქმედება იგეგმება, რომელიც შეიძლება სამართლებრივ სივრცეს გასცდეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იგეგმება "რუსთავი2"-ის მაუწყებლობის შეწყვეტა. მთავარია, რომ არხის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ეს თავად არ გადაწყვიტოს, მოვლენების შემდეგი ესკალაციის მიზნით", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






