თუ მთავრობას ხელს არ შეუშლით, შემდეგი "მაიდანი" იქნება თბილისში - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 19:40, 21 Oct, 2015     2385
საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი „რუსთავი2“-ის და მისი გენდირექტორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზე დგას და თუ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ხელი არ შეეშალა. ქვეყანაში „მაიდანის“ საშიშროება შეიქმნება:

“როგორც ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაახლოვებაზე, მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც 2012 წელს ამ ქვეყანაში პირველად დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, თქვენ მიესალმეთ ამ ცვლილებებს და ჩათვალეთ, რომ საქართველოს დემოკრატიამ წინ გადადგა ნაბიჯი. ჩვენ უფრო პესიმისტურად ვუყურებდით ამას და გაფრთხილებდით, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ძალაუფლებას დაეპატრონა საეჭვო რეპუტაციისა და ზრახვების პოლიტიკური გუნდი. მგონია, რომ დღეს უკვე ნათელია - ჩვენი შეშფოთება და სკეპტიციზმი იყო გამართლებული. ვიცი, დიპლომატიურ კორპუსში არის შეშფოთება, რომ საქართველოში შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს უკრაინული სცენარით. უკრაინაშიც იანუკოვიჩი თავის დროზე დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩიეს. მინდა, გესმოდეთ, რომ დღეს ვდგავართ იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც თქვენ ქმედითად ხელი უნდა შეუშალოთ მცდელობას, საქართველოში ჩაიხშოს თავისუფალი სიტყვა. თუ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ დღეს, მერწმუნეთ რომ შემდეგი "მაიდანი" იქნება თბილისში. იქნება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც მე ეხლა მინდა, მივმართო, არავის მისცემს უფლებას, წაართვას მას ის ერთადერთი, რაც დარჩა. ერთადერთი იმიტომ, რომ აქ ხალხი არის გაღატაკებული, ძალიან მძიმე დღეში არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ მათ დარჩათ ერთადერთი უფლება. ის უფლება, რომ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და პასუხი გასცენ ხელისუფლებას, რომელმაც ისინი მოატყუა, როგორც ატყუებენ ბავშვებს ფოჩიანი კანფეტებით. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს და ვფიქრობ, დღეს დასავლეთი გვერდზე უნდა დაუდგეს რუსთავი 2-ს იმისთვის, რომ მოვლენები არ წავიდეს იმ სცენარით, რომლის ნახვაც არავის სურს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში გვინდა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ამ გზით ხელისუფლების ცვლილება. ეს ალბათ გარდაუვალია, თუ ჩვენ შევხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს დღევანდელ სახელისუფლო გუნდს მოსახლეობაში. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ თუ არ გინდათ, 2012 წელი გახდეს უკანასკნელი წელი, როდესაც თქვენ მოგეცათ შესაძლებობა, აგერჩიათ თქვენი ხელისუფლება, დაუდექით გვერდში რუსთავი 2-ს. ”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს "რ2"-ის გენდირექტორმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ნიკა გვარამიას თქმით მას ოჯახის წევრებზე ზეწოლით და პირადი ცხოვრების ვიდეოკადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებენ და მისგან პოსტის დატოვებას ითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42