როგორც რურუა ამბობს, ხელისუფლებას ჰგონია, რომ „რუსთავი 2“-ის გადაკეთებით ძალაუფლებას შეინარჩუნებენ, თუმცა მისი თქმით, რეალურად მთავრობა ამ ქმედებით არჩევნებში დამარცხდება.
„ხვალ და მომდევნო დღეებში არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს სჭირდება დაცვა, არამედ ჩვენი შვილების მომავალს, რადგან თავისუფალი სიტყვის გარეშე არ არსებობს მიახლოებული ვერსიაც კი დემოკრატიის. როგორც არ არსებობს ნახევრადფეხმძიმობა, ისე არ არსებობს ნახევრად თავისუფლება. ან ქვეყანას აქვს თავისუფალი მედია და სიტყვა, ან ის ქვეყანა არ არის თავისუფალი. იმისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი გადაიხადა ძალიან დიდი ფასი. ამიტომ ვერც ერთ ძალაუფლებით დამთვრალ ხელისუფლებას შანტაჟით შეშინების საშუალებას ვერ მივცემთ. ამის საუკეთესო დემონსტრაცია გააკეთა დღეს ნიკამ. მოვუწოდებ ყველას მხნეობისკენ და სიმშვიდისკენ. ძალაუფლებით დამთვრალ ხელისუფლებას უნდა ავუხსნათ, რომ სიტყვის თავისუფება მარტო ჩვენ არ გვჭირდება. ეს მათაც სჭირდება. რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი და მისი ლაქიების ჯგუფი? მათ ჰგონიათ, რომ „რუსთავი 2“- ს თუ გადააკეთებენ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას და თუ არა ისინი ძალაუფლებას დაკარგავენ. თუმცა ისინი ძალაუფლებასთან ერთად დაკარგავენ და ლეგიტიმურობასაც. ამიტომ დიდი ალბათობით რაც მათ შეიძლება მოუვიდეთ „რუსთავი 2“-ის ფუნქციონირების შეჩერების შემთხვევაში ეს არის არჩევნების წაგება“, - ამბობს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






