„შემაძრწუნებელი იყო ის რაც მოვისმინეთ. თუმცა როგორც ჩანს ახლოვდება ჭეშმარიტების წუთი. საქართველოს ჰყოლია ცუდი ხელისუფლება, ჰყოლია მარიონეტული ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც შესაძლოა არ უყვარდა ხალხს. თუმცა დღეს საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა. საქართველოს მართავს ზვიგენების აუზთან მჯომი რუსი ოლიგარქი. როდესაც ვამბობთ, რომ ის არის რუსი ოლიგარქი ეს არ არის პიროვნული დახასიათება, ასეთი სოციალური მოვლენა არ არსებობს არსად. ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგენს არცერთ სოციალურ წრეს. რუსი ოლიგარქი არ არსებობს არსად, გარდა რუსეთისა. ეს არის ავადმყოფობა, საშინელება , რომლიც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ისევე, როგორც ზვიგენი არ უნდა იყოს სოლოლაკში და პინგვინი ჭორვილაში, ასევე ივანიშვილი, როგორც სოციალური მოვლენა არ უნდა იყოს საქართველოში. მას დღეს ყველა მძევლად ჰყავს. ხელისუფლება არის მძევალი, მოსამართლე ურთმელიძე არის მძევალი.. . ჩვენ ვართ თავისუფალი, რუსთავი 2 არის თავისუფალი. ჩვენ ამ გარემოს ყველა ერთად გადავარჩენთ და გვექნება ჩვენი ინტერესი, ან არ იარსებებს არანაირი ინტერესი, რადგან ფაქტობრივად ნადგურდება ქვყანა, როგორც სამართლებრივი სივრცე. ამის უკანასკნელი საზღვარი არის დღეს რუსთავი 2. ჩვენ დავიცავთ, პიროვნულ დამოუკიდებლოობას, სიტყვის თავისუფლებას , რუსთავი 2-ს, ჩვენი შვილების ცხოვრებას, პირად თავისუფლებას, მოქალაქე ურთმელიძის პირად ცხოვრებას, სხვათაშორის და ყველა მოქალაქის პირად ცხოვრებას, დღეს ყველა შანტაჟის ქვეშ არის. რადგან ამ ადამიანს სხვაგვარად მოქმედება არ შეუძლია. მას 3 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია გარდა შანტაჟისა, კრიმინალური ჯგუფების თარეშისა და ძალადობისა. ეს ადამიანი ანადგურებს ყველაფერს. ამიტომ ჩვენ ყველა დავიცავთ ჩვენს გარემოს, ამ შემთხვევაში, ეს არის რ 2. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, არათუ დასავლეთ სივრცეში, არამედ ძალიან დიდი ხნით ჩამოცილდება ნორმალურ , განვითარებულ ცივილიზებულ გზას. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში შეუძებელია იმის გაკეთება, რაც პუტინმა გააკეთა რუსეთში, რაც დიდი ქვეყნებშია შესაძლებელი, რუსეთს შეუძლია ცოტა ხანი, მაგრამ ყველასგან დამოუკიდებლად იცხოვროს , ამის რესურსი იქ არის. როგორც საბჭოთა კავშირში ჩვენ ვეკუთვნოდით რუსეთს, ამიტომ მთელი მეოცე საუკუნე გამქრალი ვიყავით, ასევე ჩვენ არ გვექნება ჩვენი დამოუკიოდებლობა. შეუძლებელია, საქართველომ დამოუკიდებლად იცხოვროს ასე,, შეუძებელია ასეთი ავტორიტარიზმი გაგრძელდეს საქართველოში. ამიტომ ყველას, პირველ რიგში საკუთარ თავს მოვუწოდებ დავდგეთ საკუთარი მომავლისა და თავისუფლების სადარაჯოზე" - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






