„დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა დღევანდელი საუბრის შინაარსი ყველას თანდასწრებით ვთქვა. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ქიბარს ხალვაშს. ამას მოჰყვება დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავქცეულიყავი. ამას მე არ გავაკეთებთქო ვთქვი. ამის საპსასუხოდ მითხრეს შემდეგი - „არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ, არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს ურთიერთობები, რომელიც ვიდეოზეა გადაღებული. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს მოლპარაკებებეი ადამიანებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან და ეს გამოქვეყნდება და მე განადგურებული ვიქნები. მე მგონია, რომ შანტაჟის წინააღმდეგ სწორი გზაა საუბარი ამაზე. დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე, ვიდრე ჩემი პირადი კეთილდღეობა. მინდა მივმართო მთავრობას, ატვირთეთ რაც გნებავთ, თავიც ჩემია, ფეხიც. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემია და ის არავის სხვას არ ეხება. თუ მე ვარ უკანონო მიყურადების მსხვერპლი, ამაზე გაგებინებთ პასუხს. არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნება იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე ჩემი დღეს „რუსთავი 2“-იდან გაქცევა. ამას არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ“, - განაცხადა გვარამიამ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






