მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს
პოლიტიკა - 17:42, 21 Oct, 2015     1253
მსოფლიო ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პრიორიტეტული სექტორების განვითარების დაფინანსების კუთხით, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სირილ მიულერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებიც გზების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღემდე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სუვერენული დაფინანსება საქართველოში, დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენს, მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 580 მლნ აშშ დოლარია, ხოლო მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის 2015 წელს 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო.

მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა სამაგალითოდ შეაფასეს და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

სირილ მიულერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი წარუდგინა.

შეხვედრას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42