კახა კახიშვილი CPT-ის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 17:31, 21 Oct, 2015     989
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივან იერუნ სხოკენბრუკს შეხვდა.

კახა კახიშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, რომლის ფარგლებში, გაუმჯობესდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, აღმოიხვრა წამებასა და არადამიანურ მოპყრობაზე დაფუძნებული სისტემა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) აღმასრულებელ მდივან იერუნ სხოკენბრუკთან შეხვედრისას, ასევე, ისაუბრა იმ დასკვნის შესახებ, რომელიც CPT-მ გასულ წელს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლის შემდეგ მოამზადა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებთან. 20014 წლის ბოლოს CPT-მ შეამოწმა საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება. ჩვენ ვისაუბრეთ CPT-ის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, იმ პოზიტივსა და ნეგატივზე, რომელიც ასახულია აღნიშნულ დოკუმენტში. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული დასკვნის გასაჯაროების მექანიზმებს. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში CPT-ის დასკვნის შესახებ ჩვენს კომენტარებს გავუგზავნით და ვთხოვთ როგორც კომენტარების, ისე დასკვნის გასაჯაროებას,“ _ განაცხადა კახა კახიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ასევე, შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დირექტორ ქრისტოს გიაკომპულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42