უსუფაშვილი სთავაზობს გიორგი პაპუაშვილს, რომ დეკემბერში შეხვედრა გაიმართოს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განხილული იქნება როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.
„გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.
ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ“, - ნათვამია უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.
გიორგი პაპუაშვილი მოუწოდებს მათ, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.
მასალის გამოყენების პირობები






