ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ წევრთან გარკვეული გასაუბრება უკვე გაიმართა. თუმცა მათი უმეტესობა საქართველოში არ იმყოფებოდა გასაუბრების დროს. შესაბამისად ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. უახლოეს პეროოდში ყველას გავესაუბრებით. თუ აღნიშნულ ფაქტებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება“, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა დღეს შესაბამისი მიმართვა პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარესაც გაუგზავნა. პაპუაშვილი მოუწოდებს ქვეყნის პირველ პირებს, მიიღონ სათანადო ზომები საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
მასალის გამოყენების პირობები






