„რა უნდა გადაიღო, რა დაგრჩათ გადაუღები, გითხარი არ ჩამოხვიდე თქო, აკრძალულია „რუსთავი2“. გითხარი ლანჩხუთში არ ჩამოხვიდეთ-მეთი, აქ „რუსთავი2“ არ გვინდა, არ ხართ თქვენ ობიექტურები, ხალხის მტრები ხართ, ქართველი ვარ და გეუბნები, რომ შენ და შენი ტელეკომპანია ხართ სექტანტები,“_ ასე მიმართავდა ჟურნალისტს ნუგზარ ცინცაძე, რომელმაც გარდა ამ შემთხვევისა სხვა დროსაც სცადა ჯგუფის მუშაობისთვის ხელი შეეშალა.
„პირველი ინტერვიუ რომ მოგეცით უკუღმა დაატრიალეთ ყველაფერი, თქვენ ხართ შემოქმედი იმ ყველაფრის რაც ხდება, წადით ბიძია სახლში, მაინცდამაინც ცოცხები გინდათ?“- მიმართა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ლანჩხუთში დღეს განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა გამოეხმაურა, მისი თქმით აღნიშნულ აქციაში საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ:
„ეს იყო გონებაამღვრეული ადამიანების შტურმი, ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ამ ადაიანებით გავა ფონს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ხვალ ესენი როგორც კი იგრძნობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის, შეაქცევენ ზურგს. ეს საჯარო მოხელეები არიან პორტირებულები, გუშინ „ნაციონალებში“ იყვნენ, დღეს „ოცნებაში“ არიან, მანამდე კიდევ შევარდნაძესთან იყვნენ. როგორც კი შეამჩნევენ, რომ ბიძინა აღარაა, მაშინვე განუდგებიან. ესენი იყვნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოვიდნენ შესვენებაზე იმისთვის, რომ ასეთი რამ გაეკეთებინათ“- განაცხადა კახა ასკურავამ.
მასალის გამოყენების პირობები






