„რუსული გაზპრომი სასოწარკვეთილი ეძებს ბაზარს საკუთარი გაზის გასაღებისთვის, რომელზეც მასიურად უარს ამბობენ ევროპაში და რომლის შეძენაც ჯიუტად არ სურთ ჩინეთში. გაზპრომს რომ შეძლებოდა სომხეთში თავისი ჭარბი გაზის გაყიდვა, ის ამას გააკეთებდა, მაგრამ სომხეთი პატარა ქვეყანაა.
საქართველოში გაზპრომთან მოლაპარაკებების დაწყებამ სკანდალი გამოიწვია. ქართველები აცხადებენ, რომ არ სურთ საქმე დაიჭირონ ოკუპანტი ქვეყნის კომპანიასთან. თუმცა ქართველი ჩინოვნიკები თავს იმართლებენ იმით, რომ საქმე ეხება გაზის არა საქართველოს, არამედ სომხეთის მიერ შესყიდვას. გამოდის, რომ სომხეთი აპირებს შეიძინოს 200-300 მილიონი კუბამეტრით მეტი გაზი ვიდრე ამჟამად. საქართველო კი შესაბამისად ტრანზიტის საფასურად ამ გაზის 10%-ს მიიღებს. ქართველი ჩინოვნიკების თქმით მსჯელობა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს.
რაში ჭირდება სომხეთს და საქართველოს ეს გაზი? გაირკვა, რომ რაზდანის თბოელექტროსადგურს სურს ელექტროენერგია გაზის გამოყენებით გამოიმუშაოს. ვინ შეუკვეთა ეს ელექტროენერგია ძნელი გამოსაცნობი არაა- სომხეთის ელექტროსისტემის ახალი მფლობელი რუსი მილიარდელი სამველ კარაპეტიანია. როგორც ჩანს მისთვის უფრო „მომგებიანია“ შეიძინოს გაზპრომისეული ძვირი ელექტროენერგია, ვიდრე იაფი ენერგია ვორტანსკის ჰიდროელექტროსადგურიდან და სომხეთის ატომური ელექტროსადგურიდან. ისე, ტრანზიტისთვის გადახდილი გაზის ყიდვას საქართველოშიც ის კომერციული კომპანიები დააპირებენ, რომლებიც ალბათ რუსეთთან იქნებიან დაკავშირებულნი.
სომხეთს სულ 1,7 მილიარდი , ბევრი-ბევრი 2 მილიარდი კუბამეტრი გაზის შეძენა შეუძლია, მალე კი მოუწევს 2,2 მილიარდი შეიძინოს. სომხეთში რუსული გაზის მოხმარება არ გაიაფდა, თუმცა გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის ორჯერ შემცირდა. ამავდროულად ამ წლის დასაწყისში გაზპრომმა გააფორმა დიდი კონტრაქტი 2 მილიარდი კუბი გაზის მიწოდებაზე აზერბაიჯანის მეთანოლის ქარხანასთან, რომელიც ბიზნესმენ ნიზამი პირიევს ეკუთვნის. ამ დღეებში კი ქარხანამ „გაზპრომის“ გაზის შესყიდვა შეაჩერა, რადგან კომპანიამ საფასურის დაკლება არ ისურვა.
სომხეთში გაზის ფასის შემცირებას არავინ ცდილობს, თვით ბიზნესმენ-ჩინოვნიკებიც კი, რომლებიც რუსულ გაზზე მუშაობენ, სომხეთში „გაზპრომის“ ქმედებებს ყოველმხრივ ამართლებენ. საერთოდ სომხეთს „გაზპრომის“ სამფლობელოსაც უწოდებენ.“- ნათქვამია ნაირა არუმიანის სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






