“უკრაინული საიტი, სადაც ეს ვიდეოები აიტვირთა, პოპულარულარობით არ გამოირჩევა. ვიდეო რომელიც აღნიშნულ პორტალზე განთავსდა, უკრაინის მოსახლეობაზე არ იყო გათვლილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინელებს ეს თემები საერთოდ არ აინტერესებთ. ამ ქვეყანაში, ციხის სკანდალი დღის წესრიგში არ დგას „- უთხრა „ნიუპოსტს“ დიმიტრი შაშკინმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება.
ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ წინა კვირას გავრცელებული შემზარავი კადრები ქართველ ამომრჩეველზე იყო გათვლილი.
შაშკინი ამბობს, რომ „დეჟა-ვიუ“ აქვს და 1999 წელს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
„ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, როცა ამერიკელი კონგრესმენი ჩავიდა ბათუმში და შეხევდა ასლან აბაშიძეს. პირველი რაც ამ უკანასკნელმა გააკეთა იყო ის, რომ კონგრესმენს ვიდეო ფირები გადასცა, სადაც ჩანდა როგორ კლავადა ხალხს მხედრიონი სამეგრელოში. აბაშიძე მუდმივად ატრიალებდა ამ კადრებს ტელევიზიაში. ამას აკეთებდა მოსახლეობის შესაშინებლად. პირველი კითხვა რაც ამერიკელ კონგრესმენს გაუჩნდა იყო ის, რომ თუ იყვნენ დასჯილები ფირზე აღბეჭდილი მოძალადები. ასლანმა კი კითხვას ასე უპასუხა, ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. იგივე ხდება დღესაც, „დეჟა-ვიუ“ მაქვს ამ მოვლენებზე და მახსენდება ასლანას მეთოდი“ - განაცხადა შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
თავდაცვის ექს მინისტრი პროკურატურის იმ განცხადებასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც წამებაში მხილებული პირებიდან ყველა დასჯილია გარდა 2 პირისა. ეს ორი პირი კი სქართველოში არ იმყოფება.
„საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან. წინა ხელსუიფლებამ არაერთხელ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ის უნდა დაისაჯოს. არ არსებობს ადამიანი ვინც ამ საშინელებას ამართლებს. გენპროკურორის მოადგილე დღეს გამოდის და ამბობს, რომ ყველა დასჯილია გარდა 2 ადამიანისა, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან. თვითონ მთავრობაც ამბობს, რომ მოძალადეები დასჯილები არიან. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ კადრების კიდევ ერთხელ ჩვენება დამნაშავეების დასჯასთან კავშირში არ არის. ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გათვლილი იყო არა უკრაინელ მოსახლეობაზე არამედ საქართველოში დაძაბულობის გამოწვევას ემსახურებოდა“- თქვა შაშკინმა.
წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების როს წამებაში მხილებული პირები დააკავეს, თუმცა მათი ნაწილი ახალმა ხელისუფლებამ გაათვისუფლა - „წამების ბრალდებით გასამართლებულები დღეს თავისუფლად დადიან. ისინი ჩვენ დავაკავეთ, ოცნების ხელისუფლებამ კი მათ თავისუფლება აჩუქა“- თქვა შაშკინმა.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე არსებობს თუ არა აშშ-ში მსგავსი კადრების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენების პრეცენდენტიშაშკინმა თქვა, რომ:
„აშშ-ში აბუგრეიდის ციხეში, საქართველოს მსგავსი, კოშმარული დანაშაული მოხდა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ამ თემის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება არც უცდია. ჩაიდინეს დანაშაული, ერადერთი რაც იყო საჭირო დამნაშავეთა დასჯა იყო. როდესაც მსგავს საშინელებას ტირაჟირებას უკეთებ ამით ქვეყანას აზიანებ“ - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
დიმიტრი შაშკინი კადრების გავრცელებას „რუსთავი 2“ - ის საქმის, NDI- ის კვლევის შედეგების გადაფარვას უკავშირებს.
„ზუსატად იმ მომენტში, როცა ყველაზე რეიტინგულ არხზე მიდის გადამწყვეტი შეტევა. როდესაც ცხადდება კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ხელსიუფლებას კატასტროფულად დაბალი რეიტინგი აქვს, ამ დროს ეს საშინელი კადრები, რომელიღაცა მეათეხარისხოვან უკრაინულ საიტზე თავსდება პოლიტიკური დაძაბულობის გამოსაწვევად. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყანას სადაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია. მოსახლეობამ გაზრდილი ტარიფების ქვითრების მიღება დაიწყო. ქვეყანაში ეროვნული ვალუტის დევალვაციაა, ამ ფონზე უმუშევართა რაოდენობის ზრდა - სრული კრახი განიცადა მოქმედმა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით, ეს ყველაფერი ქმნის არაჯანსაღ სიტუაციას. ამას ემატება სიძულვილის ენის ტირაჟირება და იმ ჯგუფების წახალისება, რომლებიც თავს ესხმიან პოლიტიკოსებს. ამ მეთოდებით, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ“- აღნიშნა შაშკინმა.
წინა კვირას, უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული კადრები სავარაუდოდ 2013 წელს სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კასრებიდანაა.
ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღსანნიშნავია, რომ მძიმე კადრების ინტერნეტ სივრცეში განთავსების თარიღი საეჭვოდ დაემთხვა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური კვლევის შედეგები გამოქვეყნებას.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარედეს, გამოკითხულთა 13% ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, ხოლო 11% ქართულ ოცნებას.
მასალის გამოყენების პირობები






